2013 წლის 13 მაისი1091 2013.05.13
2013 წლის 13 მაისი
საღამო მშვიდობისა ჩვენო მეგობრებო! საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენი ერთგული მკითხველი. დღეს 2013 წლის 13 მაისია, ორშაბათი. უქმე დღეებით გამორჩეული კვირის შემდეგ, ჩვენი ბიურო კვლავ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახალი კვირა ახალი შემართებით დაიწყო. სამუშაო კვირის დასაწყისშივე ჩვენმა ადვოკატებმა ორ სასამართლო პროცესზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლის ინტერესები. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არცერთ მათგანზე ცნობილი არაა. აქვე უნდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ბიურო რამდენიმე ახალ და საინტერესო პროექტს გეგმავს, რომელთა შესახებაც ინფორმაციას სულ მალე მოგაწვდით.