პრეზიდენტი 74 შოლტის დარტყმით დაისჯება865 2013.05.14
პრეზიდენტი 74 შოლტის დარტყმით დაისჯება
ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შოლტის 74 დარტყმა ან ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება. საქმე ისაა, რომ ირანის პრეზიდენტი თან ახლდა მის შესაძლო შემცვლელს, ესფნდერიარ რაჰიმ მაშაის, როდესაც იგი კანდიდატად რეგისტრაციას გადიოდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა. ირანული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად,სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მიერ ვინმესთვის მხარდაჭერის ღიად გამოხატვა სასტიკად აკრძალულია. თავად აჰმადინეჯადი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან იგი უკვე 2 ვადით იყო არჩეული. სულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 680 კანდიდატია დარეგისტრირებული. წყარო newposts.ge