15 მაისი მოსამართლეთა დღეა1214 2013.05.15
15 მაისი მოსამართლეთა დღეა
15 მაისს საქართველოში მოსამართლეთა დღე აღინიშნება. ეს დღე 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით დაწესდა. "ქვეყნის საზოგადოებრივ-სამართლებრივ აღმშენებლობაში მოსამართლეთა როლის ამაღლების მიზნით დაწესდეს მოსამართლის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 15 მაისს" – წერია ბრძანებულებაში. მოსამართლეობა ერთ-ერთი ყველაზე  საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.