ყველაზე რასისტული ქვეყნები გამოვლინდნენ2503 2013.05.17
ყველაზე რასისტული ქვეყნები გამოვლინდნენ
"ვაშინგტონ პოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია იმ კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რასისტული და ტოლერანტული ქვეყნების გამოვლენას ისახავდა მიზნად. კვლევის შედეგების მიხედვით, რასობრივად ყველაზე ტოლერანტული ქვეყნები აშშ, კანადა და ავსტრალიაა. ყველაზე ნაკლებად ტოლერანტული ქვეყნების სათავეში კი ბანგლადეში, იორდანია და ინდოეთი მოექცნენ. კვლევა შვედებმა ჩაატარეს და მსოფლიოს 80 ქვეყანა მოიცვეს. კვლევის დროს კონკრეტულ მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, თუ რა ტიპის ადამიანების გვერდით არ ისურვებდნენ ცხოვრებას. კვლევის ავტორებმა პროცენტულად გამოსახეს, თუ რამდენმა მათგანმა უპასუხა, რომ არ უნდათ ცხოვრება განსხვავებული რასის ადამიანის გვერდით. ასეთი პასუხი ბანგლადეშში 71%–მა, იორდანიაში 51%–მა, ინდოეთში კი 43%–მა გასცა. იგივე მაჩვენებელმა აშშ–ში მხოლოდ 3,8% შეადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით სპეციალური რასიზმის რუკაც შეადგინეს. წყაროwww.washingtonpost.com