როგორი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულება ნარკოდამოკიდებულთათვის863 2013.05.23
როგორი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულება ნარკოდამოკიდებულთათვის
როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური დაწესებულების შექმნას აპირებს. აღნიშნული საკითხის დეტალებზე "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ეს იქნება სამკურნალო–სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც იქნება ე.წ ლომკის მოსახსნელი კურსი და შემდგომი ერთწლიანი რეაბილიტაცია. ცენტრი თბილისში განთავსდება და იქ პაციენტები ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან.ეს იქნება სამედიცინო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც ადამიანები ნებაყოფლობითგაივლიან რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს. დაწესებულება დაექვემდებარება სასჯელაღსრულების სისტემას და განკუთვნილი იქნება მხოლოდ წამალდამოკიდებული პატიმრებისთვის. მონიტორინგის კუთხით კი მის მუშაობაში ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ჩართული. მსჯავრდებული დაწესებულებაში მოხვდებაბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე.თუკიდადგინდება, რომ პირი არის ნარკოდამოკიდებული და მას ამის გამოაქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიურიპრობლემები, ეს გახდება ამ დაწესებულებაში მისი გადაყვანის საფუძველი და იქ გატარებული მკურნალობის ერთი წელი ჩაეთვლება სასჯელის მოხდად. ნარკომოხმარებისათვის გასამართლებული პირები ამ დაწესებულებაში ვერ მოხვდებიან, რადგან, თალაკვაძის თქმით,იგეგმება კანონში ცვლილების შეტანადა ნარკომომხმარებლები არ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით. სხვამუხლით გასამართლებული, ნარკოდამოკიდებული პირები კი მხოლოდ ერთწელს გაატარებენ ამ ცენტრში, შემდეგკი სასჯელის მოხდას გააგრძელებენსხვა დაწესებულებაში. მომზადებულია netgazeti.ge–ის მიხედვით