პოლიციელი კატლეტის ქურდობისთვის დაისაჯა687 2013.05.27
პოლიციელი კატლეტის ქურდობისთვის დაისაჯა
რუსეთში, ქალაქ ლიპეცკში კომიკური შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამმართველოს ერთ–ერთი განყოფილების თანამშრომელმაალექსეი ივანნიკოვმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და ამისათვის დაისაჯა კიდეც სამართალდარღვევა, არც მეტი არც ნაკლები, კატლეტის ქურდობას ეხება. საქმე ისაა, რომ პოლიციელი შევიდა ერთ–ერთ სასაუზმეში და შეუკვეთა 100 გრამი არაყი, დალევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისაყოლებელი საჭმლის ფული აღარ დარჩენოდა. თუმცა გამოსავალი მარტივად იპოვნა –მეზობლის თეფშიდან აიღო კატლეტი, პირში ჩაიტენა და სასაუზმიდან გაიქცა. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, კატლეტის პატრონი პენსიონერი ასე ადვილად ვერ შეელია თავის ულუფას და დაედევნა. პოლიციელების დახმარებით ის დაეწია მათსავე კოლეგას და პასუხიც სათანადოდ აგებინა. ერთი შეხედვით კომიკური ისტორია ივანნიკოვისათვის არცთუ სახუმაროდ დასრულდა. ამ შემთხვევის გამო ის სამსახურიდან დაითხოვეს. წყარო news.ge