განქორწინება – გამომწვევი მიზეზები და მხარეთა უფლება-მოვალეობები2011 2013.05.27
განქორწინება – გამომწვევი მიზეზები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს,უფლებებსა და მოვალეობებს მეუღლეებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმატა განქორწინებების რიცხვმაც, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს განქორწინების რიცხვი 7 136 -ს შეადგენს. რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი? “ამბიონს” განქორწინების შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG -ის ადვოკატი დავით მუმლაძე ესაუბრა: „კანონმდებელი განსაზღვრავს ქორწინების შეწყვეტის სამ ძირითად საფუძველს, ესენია: ერთ–ერთი მეუღლის გარდაცვალება, კანონით დადგენილი წესით ერთ–ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება და განქორწინება, იმ შემთხვევაში როდესაც მეუღლეებს შორის არსებობს დავა. განქორწინების საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლო წესით, სხვა შემთხვევაში ქორწიების შეწყვეტა შესაძლებელია მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.” რას ითვალისწინებს კანონი განქორწინების შესახებ? დავის არ არსებობის და განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხორციელდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ამ ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნიათ განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად. განქორწინების მოთხოვნა ერთ–ერთი მეუღლის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ იარსებებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ, მეორე მეუღლე აღიარებული იქნება უგზო – უკვლოდ დაკარგულად, ცნობილი იქნება ქმედუუნაროდ ან/და მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლისა. იხ. ინტერვიუ სრულად