ქალს შვილი 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული907 2013.05.29
ქალს შვილი 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული
ჩინეთის ერთ–ერთ პროვინციაში მცხოვრებმა ქალმა გადაწყვიტა საკუთარი შვილი სახელმწიფოს ნაცვლად თავად დაესაჯა.პროვინცია ძიანსში მცხოვრებ 74 წლის ქალს საკუთარი შვილი, ვუ იუნჰონგი ბოლო 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული. საქმე ისაა, რომ მამაკაცს მენტალური პრობლემები აქვს. მან ახალგაზრდობაში თინეიჯერი მოკლა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების გამო სასჯელი არ მოუხდია. დედაშვილი გალიაში გამოამწყვდია და ჯაჭვით დააბა, საკუთარი საქციელის მიზეზად კი საზოგადოების უსაფრთხოება დაასახელა. "სახლში რკინის გალია და ჯაჭვები მოვიტანე. შიგნით შევიყვანე და მას შემდეგ ასე ცხოვრობს. მართალია მკვლელია, მაგრამ ის მაინც ჩემი შვილია. ბოლო 11 წელია პატარა ბავშვივით ცხოვრობს. ყოველ დღე ვტირი და მისი შემხედვარე გული საშინლად მტკივა", - ამბობს დედა. 2001 წელს ვუმ სოფელში მცხოვრები 13 წლის ბიჭი მოკლა. თუმცა, დაკავებიდან 1 წლის შემდეგ დამნაშავე გაათავისუფლეს. წყარო ambebi.ge