ახალი კანონპროექტი ხორცის ბაზრის რეგულირებისთვის675 2013.05.30
ახალი კანონპროექტი ხორცის ბაზრის რეგულირებისთვის
საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიცრომელიც „სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილებებს გულისხმობს. კერძოდ, „სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შედის ცვლილება: კოდექსის 38–ე მუხლს ემეტება ორი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორისა და ვეტერინარ ექიმს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, ოჯახური წარმოების სუბიექტსა და ვეტერინარ ექიმს შორის შეთანხმების საფუძველზე. ადგილზე პირუტყვის დაკვლის პროცესს ვეტერინარი ექიმი ესწრება და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობას გასცემს. კანონპროექტის თანახმად, თუ ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მოხდება, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორის 300 ლარის ოდენობით. დავითაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის დაწერამდე მან კონსულტაციები გაიარა ვეტერინარებთან: „მათ დაადასტურეს, როდესაც ტრანსპორტირება ხდება პირუტყვის, ის გამოყოფს ადრენალინს. თუ ორი დღე არ დაისვენა დაკვლამდე, ეს ხორცი პრაქტიკულად უვარგისია გამოსაყენებლად. გარდა ამისა, გემოვნური თვისებები არ აქვს.“ ბაზარში სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი რომ სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, ეს საქართველოში ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონითაა განსაზღვრული. თუმცა კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო. წყარო netgazeti.ge