795
2013.05.30
მეტროს მგზავრებს ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმებენ
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მეტროს მგზავრებს ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმებენ. მეტროპოლიტენის ათობით სადგურის სამედიცინო პუქტებისთვის ახალ აღჭურვილობას, მათ შორის, ალკოჰოლის ტესტებს შეიძენენ. პაციენტების დაცვის ლიგის პრეზიდენტი თვლის, რომ ასეთი ინოვაცია პოლიციის მუშაობას მნიშვნელოვნად გააადვილებს. მისი თქმით, ალკოტესტის გამოყენება საშუალებას მისცემთ საზოგადოება არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის აგრესიისაგან დაიცვან. მისივე განცხადებით, დასაშვები იქნება ალკოტესტით დიაგნოსტიკა იძულებითაც მოხდეს. აღნიშნულ იდეას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს მოსკოვის საქალაქო დუმის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი გონჩაროვი. "ძალიან ბევრი მოქალაქე გვყავს, რომლებიც ორი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ რესტორნიდან გამოდიან. და რის საფუძველზე უნდა ჩაბერონ მათ ალკოტესტერში, რატომ უნდა გააჩერონ ისინი და მეტრო სადგურში არ შეუშვან? ეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევაა”- ამბობს იგი.
წყარო ambebi.ge