834
2013.06.03
კრედიტის გადახდა ყველითაც შესაძლებელია
შესაძლოა სასაცილოდ და წარმოუდგენლად ჟღერდეს ფინანსების ყველის თავებში დაბანდება, მაგრამ იტალიის ზოგიერთ რეგიონში ეს რეალობაა. მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ყველი, პარმეზანი, იმდენად ძვირადღირებულია, რომ აღნიშნულ რეგიონებში მას უკვე გირაოდ იყენებენ ფინანსური ოპერაციების დროს. იტალიის ერთ–ერთი ბანკი“Credito Emiliano” ქვეყნის მასშტაბით ასობით ფილიალს ფლობს და ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ყველა სხვა ბანკის სპეციალური საცავის მსგავსად, მათთანაც დაცვის ყველა საშუალება გამოიყენება, ფარული ვიდეოკამერებისა და დამცავი კარის ჩათვლით. თუმცა საგულდაგულოდ დაცულ ფოლადის ყუთში, ოქროს ნაცვლად ათასობით იტალიური ყველიParmigiano Reggiano ინახება.
ბანკი ადგილობრივი მწარმოებლებისაგან ფულის სანაცვლოდ სწორედ ამ ძვირადღირებულ პროდუქტს იღებს. ბუნებრივია, საცავი კლიმატურად ოპტიმიზირებულია, რათა ყველი არ გაფუჭდეს და ხანგრძლივი დროით შეინახოს. Credito Emiliano-ს საცავში არსებული ყველის მარაგი 200 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.
წყარო drunov.ru