საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია  დამტკიცებულია1362 2013.06.04
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტმასაქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. "საქართველოს ხელისუფლება პირველად აქვეყნებს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას. 2008წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმაფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ვერშედგება კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე", - ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოსკიბერუსაფრთხოებისსტრატეგია კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოპოლიტიკისგანმსაზღვრელიძირითადიდოკუმენტია, რომელიც ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი საუწყებათშორისი კომისიის მიერ შემუშავდა. სტრატეგიამიზნად ისახავსქვეყანაშიკიბერუსაფრთხოგარემოსშექმნისათვისაუცილებელი ღონისძიებებისგატარებას,რაც სახელმწიფოორგანოების,კერძოსექტორისადა სამოქალაქოსაზოგადოებისკიბერსივრცეშიდაცულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა კიბერომი, კიბერტერორიზმი და კიბერსივრცის გამოყენებით ჩადენილი სხვა ქმედებები. "მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას", - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. სტრატეგიის განხორციელების ვადებია 2013-2015 წლები და მის შესრულებაზე პასუხისმგებელია რამდენიმე უწყება, მათ შორის - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭოს აპარატი. დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კვლევა და ანალიზი უნდა ჩატარდეს 2013 წლის მანძილზე, რომ მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო საკითხების ინიცირება და დამტკიცება, ასევე, დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა; კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების კადრებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება; კიბერდანაშაულის ექსპერტებისთვის სპეციალიზებული ტრენინგების ჩატარება ელექტრონული მტკიცებულებების (კიბერკრიმინალისტიკის) დარგში. ამას გარდა, დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცება ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან (OECD, EU, OSCE, NATO, CoE, UN, ITU) და სახელმწიფო ორგანოებთან. წყარო netgazeti.ge