1105
2013.06.11
პატიმრების საოცნებო ციხე
რთული წარმოსადგენია, რომ ციხე შეიძლება ვინმესთვის საოცნებო ადგილად იქცეს, მაგრამ ნორვეგიაში, ოსლოდან 1 საათის სავალზე, კუნძულ ბასტოიზე მდებარეობს ციხე, რომლებსაც პატიმრების საოცნებო ციხედ მოიხსენიებენ. იქმოხვედრა მხოლოდ წყლის ტრანსპორტით არის შესაძლებელი. კუნძულზე არის რამდენიმე პლაჟი თავისი საჩოგბურთო კორტებითა და საუნითაც კი. პატიმრები გისოსებიანი კამერის ნაცვლად, ხის კომფორტულ სახლებში ცხოვრობენ. კუნძულზე არასოდეს ყოფილა ეკლიანი მავთულები და ავტომატებით შეიარაღებული მცველები, იმის მიუხედავად, რომ იქ ცხოვრობენ ყველაზე საშიში კრიმინალები. რაც შეეხება აქაურ რეჟიმს – მთავარი მოვალეობა თითოეული პატიმრისა არის მუშაობა.
ყველას აქვს სამსახური, სადაც უნდა იყვნენ 8:30–დან 15:30 საათამდე. ანაზღაურების სახით ისინი დღეში 10 დოლარს იღებენ. ამ თანხით მათ შეუძლიათ კუნძულზე მდებარე მაღაზიაში შეიძინონ საკვები. ციხის ასეთი სისტემის მთავარი მიზანი დამნაშავეების გამოსწორება და საზოგადოებაში მათი წარმატებული რესოციალიზაციაა.„მთავარია შექმნა სიტუაცია, რომელშიც პატიმრები შესძლებენ აღმოაჩინონ თავიანთი თავი და ახალი კუთხით დაიწყონ თავისი თავის პატივისცემა“ – ამბობს კოლონიის უფროსი არნე კვერნიკ ნილსენი.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ბასტოის ციხეში მყოფი პატიმრების მხოლოდ 16 % ჩადის დანაშაულს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.