1190
2012.10.17
მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ
უზენაეს სასამართლოში 1 ნოემბერს, მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა…იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ოთხმა მოსამართლემ: ბიძინა სტურუამ, დავით ახალბედაშვილმა, ბადრი შონიამ და დავით ნარიმანიშვილმა წარმოთქვეს ფიცის ტექსტი და პირველად ჩაიცვეს მოსამართლის მანტია.
ახალდანიშნულმა მოსამართლეებმა წარმატებით დაამთავრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეუდგებიან. ფიცის დადების ცერემონიას რუსთავის სკოლა-ლიცეუმის უფროსკლასელები დაესწრნენ. სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვნად მიიჩნევს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრებით კი აღნიშნული სკოლის მოსწავლეები უშუალოდ გახდნენ მოსამართლეთა საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღის მონაწილეები. წყარო: geonews.ge