უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი საქართველოსა და უცხოეთში2063 2013.06.13
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი საქართველოსა და უცხოეთში
"უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიც, როგორც სხვა კერძო თუ საჯარო–სამართლებრივი ინსტიტუტები, პირდაპირ ექვემდებარება კონსტიტუციურ მოწესრიგებას და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისა და დაცვის ერთ–ერთ მექანიზმად გვევლინება. იგი აწესრიგებს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის არასწორად დარეგულირებამ ადვილად შესაძლებელია ერთად შელახოს კონსტიტუციურ დონეზე აღიარებული – როგორც საკუთრების, ისე ღირსების უფლება, თუნდაც საარსებო მინიმუმის ხელისდან გამოცლის ჭრილში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივ არენაზე, ცივილიზებულ ქვეყანათა მიერ, შეფასებულია, როგორც ღირსების უფლების დარღვევის ერთ–ერთი შემთხვევა." – ესაა ამონარიდი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტის, ლაშა თვარაძის ნაშრომიდან "უსაფუძვლო გამდიდრება". იხილეთ ნაშრომი სრულად >>>უსაფუძვლო გამდიდრება