2452
2013.06.19
პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი
ადამიანის ღირსების კონსტიტუციური გაგება იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის საზოგადოების მხრიდან შეფასება ან პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თვისებებისა და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თვითშეფასება, ღირსების კონსტიტუციური გაგება უფრო ფართოა და მნიშვნელოვანი, იგი თავად ადამიანის რაობას განსაზღვრავს და მისი კონსტიტუციური საზრისის მიხედვით ამ უფლებასთან მიმართებაში ადამიანთა დიფერენცირება არ შეიძლება. დემოკრატიის პირობებში ადამიანი და მისი ღირსება არა საშუალება, არამედ მიზანია და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ყოველი საშუალება ამ მიზნის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული და მას ემსახურება. ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის არსს, მის მნიშვნელობასა და საკანონმდებლო ხარვეზებს მიმოიხილავს თავის ნაშრომში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ლაშა თვარაძე.
იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი