საქორწინო კონტრაქტის ისტორია და სამართლებრივი საფუძვლები1581 2013.06.19
საქორწინო კონტრაქტის ისტორია და სამართლებრივი საფუძვლები
კანონის მიხედვით, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათ შორის ქონებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. საქორწინო ხელშეკრულების დადება სავალდებულო არ არის, იგი მეუღლეთა სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ხელშეკრულება დაიდება, იგი მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების განაწილების სამართლებრივი საფუძვლის ხასიათს იძენს და უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ხელშეკრულებისათვის კანონით წაყენებულ ზოგად მოთხოვნებს. საქორწინო ხელშეკრულების ფორმისა და შინაარსის, მისი დადების, შეწყვეტისა თუ ბათილად ცნობის, ასევე მისი ისტორიის სესახებ წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის, ნინო მაღლაკელიძის ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>საქორწინო კონტრაქტი