გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პრობლემატიკა საქართველოში699 2013.06.20
გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პრობლემატიკა საქართველოში
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრისას აუცილებელია გამოიკვეთოს მისი სამართლებრივი მნიშვნელობა. იგი ფუნქციისა და შინაარსის მიხედვით ერთდროულად შეიძლება მივაკუთვნოთ, ნეგატიურ-დამცავ ძირითად უფლებას, რომელიც განამტკიცებს ინდივიდის ნეგატიურ მდგომარეობას სახელმწიფოს მიმართ და ადგენს ამ უკანასკნელის ვალდებულებას - არ ჩაერიოს ადამიანის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში, ისე პოზიტიურ-მფარველობითს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას პიროვნების შესაძლებლობათა რეალიზებისათვის აუცილებელი პირობები და თანასწორობის ძირითად უფლებას, რომელიც ინდივიდს იცავს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან. როგორია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული უცხოური სასამართლო პრაქტიკა და რა ხარვეზებია ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით? აღნიშნულ საკითხებს აანალიზებს თავის ნაშრომში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ლაშა თვარაძე. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>გამოხატვის თავისუფლება უცხოურ სასამართლო პრაქტიკაში და საკანონმდებლო პრობლემატიკა საქართველოში