პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები1219 2013.07.05
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები
საადვოკატო ბიურო OK & CG წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ლევან ჯგერენაიას ნაშრომს "პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში და საერთაშორისო ასპექტები". ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები ქართულ კანონმდებლობაში, კერძოდ კი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში და მისი საერთაშორისო ასპექტები. განხილულია საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავენ, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. ასევე შემოთავაზებულია იმ პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზები, რომელიც აღმოჩენილია აღნიშნული კანონის განხილვისას. ნაშრომში ნათლად არის წარმოჩენილი ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას საქართველოში. წარმოჩენილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, შემუშავებულია მისი გადაჭრის გზები და გარკვეული რეკომენდაციები. იხილეთ ლევან ჯგერენაიას ნაშრომი სრულად >>>პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში და საერთაშორისო ასპექტები