1175
2013.07.05
შვილებს მოხუცი მშობლების მონახულება კანონით დაევალებათ
ჩინელებს მოხუც ნათესავებზე მზრუნველობა კანონით დააკისრეს. მოხუცი ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დამცველი კანონის შესაბამისი რედაქცია ჩინეთში ძალაში 2013 წლის 1-ელ ივლისს შევიდა. კანონი ითვალისწინებს, რომ შვილებმა ხშირად მოინახულონ მოხუცი მშობლები. თავის მხრივ, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, დაქირავებულნი საჭირო შვებულებით უზრუნველყონ. გარდა ამისა,ქვეყანაში მოხუცებულთა დღეა დაწესებული. ჩინეთში ახალი ნორმის შემოღების მიზეზი ის არის, რომ მხცოვანი ადამიანების რაოდენობა იზრდება (2010 წელს მათი რიცხვი 178 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი 487 მილიონია) მათი ნათესავები კი მოხუცებზე სულ უფრო ნაკლებად ზრუნავენ. ჩინეთის მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ოჯახებში მშობლების ან მოხუცი ნათესავების უფლებების დარღვევაზე. კერძოდ, 2013 წლის თებერვალში ხებეის პროვინციაში მოხუცმა მეუღლეებმა თავი მოიკლეს.
ისინი ვაჟმა სახლის ახლოს პატარა ქოხში შეასახლა და თითქმის არ აჭმევდა.