იპოთეკარებისთვის პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდა780 2013.07.16
იპოთეკარებისთვის პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდა
იპოთეკური სესხებით დაზარალებული პირების გამოსახლება საკუთარი სახლებიდან, შესაძლოა, 2014 წლის თებერვლამდე გადავადდეს.საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძეა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ამ ფონზე მოსახლეობა უსახლკაროდ რჩება. "კანონპროექტის მიღების მიზეზია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იპოთეკური სესხების დაფარვის შეუძლებლობა, რამაც ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა შეიძლება გამოიწვიოს. აღსრულების შეჩერება საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მსგავსი პრობლემების მქონე პირთა ერთიანი ბაზა და მოვახდინოთ მათი დიფერენცირება,"_ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ინიციატივის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. წყარო www.gurianews.com