852
2013.07.17
სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები
ზოგიერთი კომპანია თანამშრომელს ხელგაშლილობის ან სიმაღლის გამო ათავისუფლებს. გთავაზობთ გათავისუფლების უცნაური მიზეზების ჩამონათვალს. ჰუმანურობა –კომპანია Walmart-მა თანამშრომელი ქალი იმიტომ გააგდო სამსხურიდან, რომ ეს უკანასკნელი არ დარჩა გულგრილი, როდესაც დაინახა, როგორ ჩატოვა კლიენტმა ძაღლი მანქანაში, მაშინ როდესაც გარეთ ძალიან ცხელოდა. კარლა ჩეინმა პოლიციას გამოუძახა. იმისათვის, რომ მაღაზიის ტერიტორიაზე კლიენტი მალე მოეძებნა, Walmart-ის თანამშრომელმა ხმამაღალი კავშირის მეშვეობით მთელი მაღაზიის გასაგონად მომხმარებლის ავტომობილის ნომერი გამოაცხადა. ამის შემდეგ უკმაყოფილო კლიენტმა Walmart-ის თანამშრომლისადმი პრეტენზიები გამოთქვა და განაცხადა, რომ მაღაზიათა ამ ქსელს აღარასდროს ეწვევა. მალევე ჩეინი "კლიენტთან უხეში მოპყრობის გამო" სამსახურიდან დაითხოვეს.
ზედმეტი ხელგაშლილობა ნიდერლანდებში McDonald-ის თანამშრომელი რესტორნების ქსელიდან "ზედმეტი ხელგაშლილობის" გამო გაათავისუფლეს. გოგონამ კლიენტის სედვიჩში ყველის ერთი ზედმეტი ნაწილი მოათავსა. კომპანიამ გათავისუფლება იმით ახსნა, რომ თანამშრომელმა კორპორატიული წესი დაარღვია. საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლება ზედმეტად მკაცრ სასჯელად ჩათვალა და McDonald’s-ს დათხოვილი თანამშრომლისთვის 5 თვის ხელფასის გადახდა დააკისრა.
არასაკმარისი სიმაღლე ცნობილმა კომპანია Starbucks-მა თანამშრომელი არასაკმარისი სიმაღლის გამო გაათავისუფლა. თავდაპირველად ყველაფერი წესრიგში იყო, ქალი სამსახურში ჩვეულებრივ აიყვანეს. მან ადმინისტრაციას პატარა კიბე ან სკამი სთხოვა, რათა მუშაობა გაადვილებოდა. თანაშრომელი იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მას არასაკმარისი სიმაღლე ჰქონდა.
წყარო ambebi.ge