ფრენშაიზინგის ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა2795 2013.07.17
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება საქართველოსთვის შედარებით ახალია, თუმცა ფრენშაიზული სისტემით წარმოებული ბიზნესი უფრო და უფრო იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს არაქართული წარმომავლობის სიტყვა ბევრისთვის საკმაოდ უცხოა, მასთან შეხება გაცილებით უფრო ხშირად გვიწევს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. როგორც რიგითი მომხმარებლები მივმართავთ სავაჭრო ობიექტებს, სადაც გაყიდვაშია უცხო საწარმოთა სასაქონლო ნიშნით დამზადებული პროდუქცია. ხშირად ეს სავაჭრო ობიექტები სწორედ რომ ფრენშაიზული გზით გვაწვდიან აღნიშნულ საქონელს ან გვიწევენ მომსახურებას, რადგანაც ფრენშაიზული სისტემა, თავისი გლობალური ხასიათიდან გამომდინარე ფართოდ გამოიყენება საცალო ვაჭრობასა და კვების ინდუსტრიაში. უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ფრენშაიზინგი და რა თავისებურებებით ხასიათდება ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნინო აშორდიას ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ფრენშაიზინგის ხელშეკრულება