საქართველოს ფოსტა პატიმრებს მოემსახურება1371 2012.10.18
საქართველოს ფოსტა პატიმრებს მოემსახურება
პენიტენციურ სისტემაში დამატებითი სერვისი ინერგება. ამიერიდან, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ , დაწესებულებებში გზავნილები საქართველოს ფოსტის მეშვეობით ნებისმიერი რეგიონიდან სპეციალურ, შეღავათიან ფასად გააგზავნონ.

ხელშეკრულებას აღნიშნულის შესახებ ხელი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთამინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და “საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა მოაწერეს. ნებადართული ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნაც ფოსტით იქნება შესაძლებელი, საქართველოს ფოსტის ყველა ობიექტში განთავსდება.