საკუთრების უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ 1700 2013.07.23
საკუთრების უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ
საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების შეზღუდვა. აღნიშნულ მუხლში განმტკიცებული კერძო საკუთრების უფლება, ერთი მხრივ, არის საკუთრების როგორც ინსტიტუტის გარანტია და, მეორე მხრივ, საკუთრების, როგორც პიროვნების უფლების გარანტია.სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებაში ჩარევის ორი გზა არსებობს: შეზღუდვა და საკუთრების უფლების ჩამორთმევა. რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს საკუთრების უფლების ჩამორთმევა და როგორია აღნიშნულ საკითხზე ევროპული სასამართლო პრაქტიკა – ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, მარიამ ტაბლაძის ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>საკუთრების უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ