პირველად საქართველოში ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს1367 2012.10.18
პირველად საქართველოში ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს
სასამართლომ ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილის მიმართ 14 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციით იქნა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული. ეს წაყენებული ბრალდებებით ყველაზე მსუბუქი სასჯელი გახლდათ.ვ საქართველოს სასამართლოს ისტორიაში პირველად, ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. 10 ხმით ორის წინააღმდეგ, მინასიანების საქმეზე ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილი, სახალხო მსაჯულმა დამნაშავედ ცნო. მას ჯგუფურ ყაჩაღობასა და მკვლელობაში დახმარებისთვის ასამართლებდნენ. ერთი კვირის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 6 სხდომა ჩატარდა და 13 მოწმე დაიკითხა.