გარიგება3051 2012.10.18
გარიგება
ცნება „გარიგება“ და „ნების გამოვლენა“ პირველად XVIII საუკუნეში წარმოიშვა…გარიგების ცნების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სამოქალაქო სამართლის ე.წ. პანდექტური სისტემის წარმოშობასთან. გარიგება ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ცნება კერძო სამართლისუზოგადესი ცნებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება არა მხოლოდსამოქალაქოსამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა დარგებშიც. მაგალითად,საკორპორაციოდასაბანკოსამართალში.ამიტომ გარიგებებთან დაკავშირებული ნორმები, რომლებიცსამოქალაქოკოდექსისზოგად ნაწილშია მოცემული, გამოიყენება ყველა სახის კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ, რომელთაც ნების გამოვლენა უდევთ საფუძვლად. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. მართალია, გარიგების ძირითადი ბირთვი ნების გამოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ნების გამოვლენა არ წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს. ნების გამოვლენის ნამდვილობა მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ეს გარემოებები სამოქალაქო კოდექსით ან სხვაკანონებითააგანსაზღვრული და მათ გარიგებათა სამართლებრივ პირობებს უწოდებენ. აღსანიშნავია,რომ რომანული სამართლის ქვეყნები თავიანთ კოდექსებში ცალკე არ გამოყოფენ გარიგების თავს, ბევრი ნორმა ჩართულია ვალდებულებითი სამართლის ნაწილში, ხოლო ინგლისურ-ამერიკულ სამართალში Law of contract-ში, მაგრამ ამ ქვეყნების სამართლის მეცნიერებაც აღიარებს აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობას.