პროექტის პირველ მონაწილეებს  სერთიფიკატები გადაეცათ1187 2012.10.18
პროექტის პირველ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
19 ნოემბერს საადვოკატო ბიურომ „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ საზეიმო ვითარებაში, პროექტის „სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის ასპექტები“ პირველ მონაწილეებს, სერთიფიკატები გადასცა. პროექტი მოიცავდა,სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის თავისებურებების და სპეციფიკისადმი დაკვირვებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას. შერჩეული კანდიდატები, სამი თვის მანძილზე გადიოდნენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროექტის წარმათებით დასრულების შემდეგ, სერთიფიკატები გადაეცათ შემდეგ მონაწილეებ:

  1. გვანცა ჩადუნელი.
  2. თამარ სურმავა.
  3. ხათუნა როსტიაშვილი.
  4. სალომე გაგნიძე.
  5. ანა ბურჯანაძე.
  6. მარიამ გოგიტიძე.

საადვოკატო ბიურო ,,ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი”, ულაცავს მონაწილეებს პროექტის წარმატებით გავლას და უსურვებს წარმატებას. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საადვოკატო ბიურომ გადაწყვიტა მეორედ დაეწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. უამრავი მსურველიდან, მხოლოდ 12 შეირჩა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში „სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის ასპექტები“ . პროექტი იანვარში დასრულდება და წარმატებული მონაწილეები ასევე მიიღებენ სერთიფიკატებს.