საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო. სააპელაციო სასამართლო, განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. საქართველოში, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება დაყოფილია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად. ამ უკანასკნელს კი, თავისი გამორჩეული ფუნქციებისა და მაღალი დანიშნულების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა