ცვლილება სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისას1174 2012.10.18
ცვლილება სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისას
აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხორციელდება. ბრძანებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციისას სავალდებულო გახდა კრედიტორის (წარმომადგენლის) საბანკო რეკვიზიტები. სავალდებულოა, რომ საბანკო რეკვიზიტები იყოს გახსნილი ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე ანგარიშის სახით. განხორციელებული ცვლილების შედეგად მოვალისაგან ამოღებული თანხის გადარიცხვა ხდება ავტომატურ რეჟიმში კრედიტორის საბანკო ანგარიშზე, რაც უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის აღსრულების პროცესს.