ბრალდებული1716 2012.10.18
ბრალდებული
ბრალდებული ,საპროცესო კოდექსის მიხედვით არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ანუ, ის პირი ვისი მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბარლდებულის სახით სისხლის სამარლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მიიღება დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც კანონით დადგენილი წესით გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს, რომელიც მიცემულია სამართალში, ეწოდება განსასჯელი, ხოლო რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი – მსჯავრდებული.