2122
2012.10.18
ლიზინგი
,,ლიზინგი”-ს შემოღება უკავშირდება სატელეფონო კომპანია ,,ბული”-ს მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. მისმა ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა თავისი სატელეფონო აპარატები, არამედ გაეცა იჯარით. თუმცა პირველი საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობის საფუძველიც გახდა ლიზინგური ოპერაციები, შეიქმნა 1952 წელს, სან-ფრანცისკოში. ეს იყო კომპანია ,,იუნაითედ სთეითს იზინგ კორპორეიშნ” (ჰენრი შონფელდი), და ამდენად აშშ გახდა ახალი ბიზნესის,
კერძოდ საბანკო ბიზნესის სამშობლო. მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი ,,ლიზინგი” გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს: მოკლევადიანი იჯარა-რენტინგი; საშუალო ვადიანი იჯარა-ხაირინგი; გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი. ლიზინგი შეიძლება განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიების, შუამავლობით ძირითად ფონდებში დაბანდებების ფინანსირების სპეციფიკური ფორმა.ლიზინგური კომპანია ფაქტიურად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს, ამიტომ ლიზინგი ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ,,კრედიტი-იჯარა”. ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს.