საადვოკატო ბიურო OK & CG 8 წლისაა735 2013.08.19
საადვოკატო ბიურო OK & CG 8 წლისაა
საადვოკატო ბიურო OK & CG 8 წლის გახდა. უკვე 8 წელია, რაც ჩვენი ბიურო წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში. ამ ხნის განმავლობაში ბიუროს გუნდმა შესძლო უამრავი ადამიანისათვის გაეწია კვალიფიციური იურიდიული დახმარება, წარმატებით დაეცვა მათი ინტერესები ყველა სასამართლო ინსტანციაში და მიეღო ჩვენი და ჩვენი მარწმუნებლისათვის სასურველი შედეგი. ეს ყველაფერი კი საადვოკატო ბიურო "ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი"–სადვოკატებისა და კონსულტანტების მიზანმიმართული, გუნდური და ენთუზიაზმით სავსე შრომის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ბიუროს საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს და საქმისადმი თავდადებას. სწორედ ამიტომ 8 წლის განმავლობაში ბიურომ შესძლო საზოგადოებაში კეთილსინდისიერი და სანდო იმიჯის დამკვიდრება. საადვოკატო ბიურო OK & CG მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს და საქმიან პარტნიორს, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ნდობა გამოუცხადეს ჩვენს ბიუროს და წარმატებით ითანამშრომლეს OK & CG–სთან. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბიურო მომავალშიც შეძლებს ღირსეულად შეინარჩუნოს კლიენტების ნდობა და კიდევ უფრო დიდი წარმატებებით განაგრძოს საქმიანობა.