საქართველოს მოქალაქეები ისტორიული გვარის დაბრუნებას შეძლებენ1601 2012.10.18
საქართველოს მოქალაქეები ისტორიული გვარის დაბრუნებას შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ისტორიული გვარის დაბრუნების საშუალება ექნებათ…უკვე მზად არის სამოქალაქო აქტების შესახებ ახალი კანონი, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია. მისი ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება აღიდგინოს თავისი გვარი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო,

შეცვლილი ან დაკარგული ჰქონდა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით სამოქალაქო რეესტრს მიმართოს და დაასაბუთოს, რომ მისი გვარი ნამდვილად სხვა გვარის გარდაქმნის შედეგად წარმოიშვა. ახალი კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება. გამოყენებულია საინფორმაციო სააგენტო ,,GeoNews”-ის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა.