სამედიცინო დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანას ელექტრონული პროგრამა დაარეგულირებს793 2013.09.06
სამედიცინო დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანას ელექტრონული პროგრამა დაარეგულირებს
2013 წლის 9 სექტემბრიდან სასჯელაღსრულების სისტემისა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მსჯავრდებული და ბრალდებული პაციენტების გადაყვანის ახალი წესი ამოქმედდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებმა შეიმუშავეს ელექტრონული პროგრამა, რომელიც სამედიცინო მონაცემთა შენახვა-გადაცემას, ასევე, პაციენტთა რეფერალის პროცესში მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს. სიახლე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მთავარ ექიმებსა და მედიას გააცნო. პროგრამა მოიცავს ელექტრონული სამედიცინო ისტორიისა და რეფერალის მართვის მოდულებს, რომელთა გამოყენებით, დარეგულირდება გეგმიური პაციენტების მოლოდინის რიგი და მათთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაციის შენახვა-გადაცემა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პატიმრებისთვის მოლოდინის სხვადასხვა რეჟიმი იმოქმედებს. პატიმარს ექიმის ან ადმინისტრაციის დახმარებით, ნებისმიერ მომენტში შეეძლება გადაამოწმოს საკუთარი სტატუსი და რიგითობა; მიადევნოს თვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე რეაგირებას. მოლოდინის რეჟიმი არ შეეხება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, რომლებზე რეაგირებაც რიგითობის გარეშე მოხდება. 2013 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაცემებით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით სამოქალაქო საავადმყოფოებში 4700-ზე მეტი პატიმარი იყო გადაყვანილი.
სხვა სიახლეები