ალიბი4938 2012.10.18
ალიბი
ალიბი ეს არის, ბრალდებულის ყოფნა სხვა ადგილას დანაშაულის ჩადენის მომენტში. ალიბი წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში პირის არმონაწილეობის ერთ-ერთ მტკიცებულებას. ბრალდებულის მითითება ალიბზე მისი უფლება და არა ვალდებულება.ალიბი კრიმინალისტიკაში ეჭვის უარსაყოფად არსებითი მტკიცებულებაა, რომელიც ამტკიცებს რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა სხვა ადგილას და არა დანაშაულისადგილას. კრიმინალისტიკა გამოყოფს პრეალიბს (ალიბი, რომელიც უზრუნველყოფილია დანაშაულამდე) და შემდგომ ალიბს ე.ი ალიბს, რომლის შესახებაც დამნაშავემ იზრუნა, მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ.