ვინ არის ლტოლვილი?18724 2012.10.18
ვინ არის ლტოლვილი?
ლტოლვილი ეს არის პირი…რომელიც მოექცა ძალადობის, დევნის ქვეშ ან რომელსაც საფუძვლიანად ეშინია გახდეს რასობრივი თუ ეროვნული მიკუთვნებულობის, მრწამსის, ენის, კარკვეული სოციალური ჯგუფისა თუ პოლიტიკური მრწამსის ნიშნით დევნის ობიექტი და იძულებულია დატოვოს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღმოჩნდა ან განზრახული აქვს აღმოჩნდეს, რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქესაც ის არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მიზეზები, რომლის გამოც ლტოლვილი ტოვებს თავის ქვეყანას შეიძლება იყოს გარეშე აგრესია, ოკუპაცია, უცხოელთა ბატონობა ან მოვლენები, რომლებმაც სერიოზულად დაარღვიეს წესრიგი ამ ქვეყანაში ან ბუნებრივი ხასიათის მოვლენები (გვალვა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) როცა შერყეულია ამ ქვეყანაში ადამიანთა არსებობის მატერიალური ან სხვა პირობები. ლტოლვილად არ შეიძლება ცნობილ იქნეს პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამყაროს წინააღმდეგ, სამხედრო დამნაშავეები ან ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აკრძალულია ლტოლვილის დისკრიმინაცია ნებისმიერი მოტივით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კანონს ლტოლვილთა შესახებ.