პროექტი Law Event1148 2012.10.18
პროექტი Law Event
საადვოკატო ბიურომ ,,ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ ( Law office OK&CG) მონაწილეობა მიიღო ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“ ELSA -ს მიერ განხორციელებულ პროექტში Law Event… პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. აღნიშნულ პროეტში მონაწილეთა შერჩევა რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ ლექციები, სამართლის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საადვოკატო ბიურო Law office OK&CG -ს ადვოკატებმა ჩაატარეს ლექცია, პროექტის შემდგომი ეტაპი კი ითვალისწინებს,რომ მონაწილეებს ჩაუტარდეთ ტესტირება ლექციათა კურსზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, გაიარონ სტაჟირება საადვოკატო ბიროში ,, Law office OK&CG“. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე www.elsa.ge