საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს826 2013.09.23
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟიორების მიღებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის სფეროებში. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩვენს საადვოკატო ბიუროში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა ახალი დოკუმენტების შედგენა ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში გარდა ამისა, იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდად, რის შედეგადაცშეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს სადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. სტაჟირების კურსის მონაწილე შეიძლება იყოს ა) პირი, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ან მე–4 კურსზე ბ) პირი, რომელიც ფლობს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საფეხურის დამადასტურებელ დიპლომს. აუცილებელი მოთხოვნები: * ანალიტიკურიაზროვნებისუნარი; * მაღალიპასუხისმგებლობისგრძნობა; * აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. * საოფისეპროგრამებისცოდნა; *გუნდურიმუშაობისუნარი. სტაჟირების ხანგრძლივობა 1 წელი. საფასური განისაზღვრება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელ–ფოსტაზე info@myadvokat.ge. სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 23 ოქტომბერი კონკურსისშედეგადშერჩეულპრეტენდენტთაშორის ბიუროსხელმძღვანელიშეარჩევსერთწარჩინებულმონაწილეს, რომელიცსტაჟირებისგანმავლობაშიგათავისუფლდებასტაჟირებისსაფასურისგადახდისაგან. კონკურსი ითვალისწინებს ორ ეტაპს: CV–ების საფუძველზე შერჩევა; გასაუბრება; საკონტაქტო ტელეფონები 2476767; 2478787