მერიის პროექტის “დასაქმდი და დაასაქმეს” მონაწილე ნიკა გოგოლაძეს საადვოკატო ბიურო “OK&CG” დაეხმარა1222 2012.10.18
მერიის პროექტის “დასაქმდი და დაასაქმეს” მონაწილე ნიკა გოგოლაძეს საადვოკატო ბიურო “OK&CG” დაეხმარა
მერიის პროექტის “დასაქმდი და დაასაქმეს“ ერთ-ერთი გადაცემის სატელევიზიო ეთერში გასვლის შემდეგ, საადვოკატო ბიურომ OK & CG გადაწყვიტა დაკავშირებოდა პროექტის მონაწილე ნიკა გოგოლაძეს. მონაწილე ნიკა გოგოლაძე დაფინანსებას ითხოვდა ოფისის დასაქირავებლად და ასევე სხვა ხარჯებისთვის. მისი პროექტი არ დაფინანსდა, თუმცა, საკმაოდ კარგი რეკლამა გაიკეთა. საადვოკატო ბიუროს დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი ნიკა გოგოლაძეს დაუკავშირდა გადაცემის გასვლის შემდეგ და შესთავაზა საკუთარ ოფისში მუშაობა. საადვოკატო ბიუროს ვებ-გვერდს ტექნიკურად უზრუნველყოფს www.myadvokat.ge, ხოლო ნიკა გოგოლაძე ისარგებლებს ოფისით და შეძლებს საკუთარი კლიენტების უკვე ოფისში მიღებას.