1146
2012.10.18
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დიზაინზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა
12 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა…დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ კონკურსში გამარჯვებული ესკიზი წარმოადგინეს და მის ავტორს მამუკა გონგაძეს ჯილდო – 5000 ლარი გადასცეს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონი 2012 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში. კანონპროექტის მიზანია განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრინციპები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში და ჩამოაყალიბოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები ამ პოლიტიკის განხორციელებაში, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.