სიცოცხლის, პატივისა და ღირსების უფლება2547 2013.10.07
სიცოცხლის, პატივისა და ღირსების უფლება
ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლიტურ უფლებათა კატეგორიას, რომლებიც შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან. აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფოს აკისრია არა მხოლოდ ,,ნეგატიური ვალდებულება”, რომ არ განახორციელოს ინტერვენცია ღირსების დაცულ სფეროში, არამედ იმავდროულად გააჩნია ,,პოზიტიური ვალდებულებები”, რომლის თანახმად საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა შექმნას ადამიანის პატივისა და ღირსების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზა; აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს ეფექტური გამოძიება, აღმოფხვრას მისი დარღვევის პოტენციური შესაძლებლობები, უზრუნველყოს სამართლებრივი თანასწორობა და შექმნას ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური სოციალური პირობები. როგორაა დაცული საერთაშორისო და ქართულ კანონმდებლობაში ადამიანის სიცოცხლის, პატივისა და ღირსების უფლება და როგორ განასხვავებს კანონმდებელი ერთმანეთისგან "პატივს" და "ღირსებას"? ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ კერძო სამართლის მაგისტრის, მარიკა ჭაჭუას ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>სიცოცხლის პატივისა და ღირსების უფლება