819
2013.10.08
განცხადება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ
ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საბუთების მიღებას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის 2013 წლის 25 ოქტომბრამდე.
გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი ან უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი სხვა საბუთი;
CV ან ავტობიოგრაფია;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
სამი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
ბანკის ქვითარი; ტესტირების საფასური შეადგენს 160 (ასსამოც) ლარს.
VTB “ვითიბი” ბანკის კოდი - UGEBGE22
ანგარიშის ნომერი - GE85VT 6600 0000 6269 3608
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი - 202 255 692
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით გამოცდა ჩატარდება 2013 წლის 4 დეკემბერს, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით 5 დეკემბერს და საერთო სპეციალიზაციის განხრით 6 დეკემბერს.
საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთების მიღება წარმოებს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის ოფისში 2013 წ. 25 ოქტომბრამდე
11:00-დან 17:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე
მის: ძმ. ზუბალაშვილების ქ. #36