მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული წესი იცვლება841 2013.10.16
მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული წესი იცვლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო კობახიძის ინფორმაციით,ცვლილება შედის მართვის მოწმობის აღების პრაქტიკულ წესთან დაკავშირებით. ამა წლის 15 დეკემებრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ პრაქტიკის ნაწილში გამოცდები ჩააბარონ ავტომატური მართვის გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში მძღოლებს მხოლოდ ავტომატური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მიენიჭებათ. როგორც ცნობილია, დღეისათვის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მექანიკურიმართვის გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსაშუალებებზეა შესაძლებელი. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, მართვის აღებისას მძღოლებს საშუალება ექნებათ, რომ მოწმობაზე საკუთარი სისხლის ჯგუფი მიუთითონ. ამასთან, კობახიძის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ავტოსაგზაო ნიშნების შესწავლა სკოლებში სავალდებულო გახდეს. წყარო netgazeti.ge