866
2013.10.25
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება
შესაძლოა, 5 წლის ასაკის ბავშვი სკოლაში აღარ მიიღონ. განათლების და მეცნიერების სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშობს.ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური აცხადებს. ცვლილებები შეეხება როგორც სერთიფიცირებული პედაგოგების სტატუსს, ასევე, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიღებას. "პრაქტიკულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2015 წლისთვის სერთიფიცირებული პედაგოგები არ გვეყოლება. ეს მუხლი კანონში აღარ იქნება. შესაბამისად, ვმუშაობთ პედაგოგთ პროფესიული გადამზადების ახალ სქემაზე. სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვრა მოხდება. ამ ეტაპზე, სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს იღებს, რადგან ეს დაშვებულია, მაგრამ ასაკთან დაკავშირებით კანონში ცვლილებას შევიტანთ.
ამჟამად, ამ თემას განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით ორი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის, ამ ასაკის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არის. ფოკუს-ჯგუფებში ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ." – აცხადებს გიგაური aris.ge–სთან საუბრისას. წყარო aris.ge