822
2013.10.30
იპოთეკის ხელშეკრულების დამტკიცების წესი შემოდის
იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სხდომაზე კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს წარადგენს, რომელიც იპოთეკართა საკითხს არეგულირებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე განმატავს, პროექტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულების დამტკიცების წესი შემოდის.
პარალელურად, ნოტარიუსსვალდებულება დაეკისრება, რომ მსესხებელს აუხსნას, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამ რა სამართლებრივი შედგები შეიძლება გამოიწვიოს.გარდა ამისა, კერძო იპოთეკარებისთვის პროცენტზე შეზღუდვა დაწესდება. ამით დარეგულირდება ის, რომ აქამდე პროცენტზე არავითარი შეზღუდვა არ იყო. თუმცა, როგორც ბარამიძე ამბობს, რეგულაციები კომერციულ ბანკებსა და სხვა საფინანსო დაწესებულებეზე არ გავრცელდება.
ცვლილებები იგეგმება აღსრულების წესშიც, რაც მსესხებელს საშუალებას მისცემს ქონების დასაცავად გარკვეული ზომები მიიღოს, სანამ მას სავალდებულო აუქციონზე გაიტანენ. „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, სხვადასხვა უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გვქონდა, გვსურდა ბალანსის დაცვა ერთის მხრივ მოქალაქეების ინტერესებსა და მეორე მხრივ გამსესხებლების ინტერესებს შორის, მართალია გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს, მაგარამ ამავე დროს არ გვინდა საფინანსო ინსტიტუტებს მეტისმეტად დიდი ტვირთი დავაკისროთ“,- აღნიშნავს სანდრო ბარამიძე. მთავრობის დღის წესრიგის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა და ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება.
წყარო news.ge