პატიმრობა ბიბლიოთეკაში წიგნის დროულად არდაბრუნების გამო777 2013.11.01
პატიმრობა ბიბლიოთეკაში წიგნის დროულად არდაბრუნების გამო
შეერთებულ შტატებში კურიზოული შემთხვევა მოხდა: ტეხასის ქალაქ კაპერას-კოუვის მცხოვრები დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან დროულად არ დააბრუნა ბიბლიოთეკაში წიგნი. გამოცდებისთვის მოსამზადებლად მამაკაცმა წიგნი ჯერ კიდევ 2010 წელს გაიტანა. ამ ქალაქში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე წიგნის გატანიდან 3 თვის ვადაში მას ბიბლიოთეკაში არ დააბრუნებს და ამასთან, უპასუხოდ დატოვებს ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა შეტყობინებებს, ის შეიძლება დააკავონ. ასეთი მკაცრი კანონი თავის დროზე იმის გამო მიიღეს, რომბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის შემთხვევები გახშირდა. საინტერესოა, რომ სამართლდამცავებმა მამაკაცს სხვა საკითხთან დაკავშირებით მიაკითხეს, თუმცა მას შემდეგ რაც ელექტრონულ ბაზაში აღმოაჩინეს, რომ მას წიგნი არ ჰქონდა დაბრუნებული, იგი ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით კანონდამრღვევი მამაკაცი 200 დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მეორე დღეს კი, სახელმძღვანელო ბიბლიოთეკის თაროზე დაბრუნდა. წყარო news.ge