საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა949 2013.11.07
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა
სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდანMY.GOV.GE. ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს შეეძლება მოქალაქის პორტალზე - „შესრულებული დავალებების“ სექციაში. მომხმარებელს აქვე ექნება საშუალება დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები. მომსახურება ვრცელდება იმ საჯარო ორგანიზაციებზე, სადაც დანერგილია ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა (დღეისათვის 60-მდე საჯარო ორგანიზაცია). საქართველოს საჯარო სექტორში დღეს სამი ორგანიზაციის (იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების) მიერ შექმნილი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა მოქმედებს. სიტემებს შორის ელექტრონული სახით დოკუმენტების გაცვლას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული სისტემების საინტეგრაციო ინფრასტრუქტურა. მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოქალაქის პორტალზე. პორტალზე მოქმედებს რეგისტრაციის 2 მეთოდი: რეგისტრაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში; ონლაინ რეჟიმში ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.