იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 12 ახალი მოსამართლე დაინიშნა860 2013.11.20
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 12 ახალი მოსამართლე დაინიშნა
2013 წლის 19 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს 59 კანდიდატს, აქედან 18 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, 41 კი, ის კანდიდატი გახლდათ, რომელთაც მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. საბჭოს 13 წევრიდან, თუკი 10 წევრი ხმას მისცემდა მოსამართლეობის კანდიდატს, იგი არჩეულად ჩაითვლებოდა. საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს 12 კანდიდატი, რომლებიც მომავალ კვირას საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასახვა რეგიონის სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღეს: გერმანე დადეშქელიანმა, გიორგი მიროტაძემ, ლევან მიქაბერიძემ, ციცინო კიკვაძემ, მურთაზ მეშველიანმა, ნატალია ნაზღაიძემ, გოჩა ფუტკარაძემ, მერაბ ღვინიაშვილმა, ნინო შარაძემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა, ხათუნა ხომერიკმა, ნანა ჯანხოთელმა. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მოსამართლეები უკვე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან თანამდებობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოს სასამართლო სისტემაში (სამივე ინსტანცია) 242 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.