როგორ ხდება უცხოეთიდან დოკუმენტების გამოთხოვა2629 2013.11.21
როგორ ხდება უცხოეთიდან დოკუმენტების გამოთხოვა
ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა მიზნებისთვის ესაჭირეობა უცხოეთში გაცემული დოკუმენტები. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონსერვისების განვითარების სააგენტოს დსთ-ს წევრი სახელმწიფოებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი) შემდეგი დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე: დაბადების ქორწინების განქორწინების გარდაცვალების შვილად აყვანის მოწმობების მისამართზე რეგისტრაცია მოქალაქეობრივი კუთვნილება მარტოხელა დედობის ცნობებისა და სხვა. განმცხადებელი დოკუმენტის გამოთხოვაზე შესაძლებელია იყოს თავად დოკუმენტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო სერვისესების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, ასევე იუსტიციის სახლში. უცხო ქვეყნებიდან დოკუმენტების გამოთხოვის ვადა დამოკიდებულია კონკრეტულად არ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია მოპასუხე ქვეყანაზე. აღნიშნული სერვისით სარგებლობის საფასური 20 ლარია.